<<<  მთავარი

ქვეწარმავლები - Reptilia

ქვეწარმავლები ხერხემლიან ცხოველთა კლასია. აქვთ მშრალი კანი, რომელიც დაფარულია რქოვანი ქერცლებით ან რქოვანი ფარებით. ახასიათებთ კანის ცვლა. რეპტილიები ცივსისხლიანი ცხოველებია. ისინი ტეტრაპოდები არიან ანუ ოთხი კიდური აქვთ, გამონაკლისია - გველები. სუნთქავენ ფილტვების საშუალებით. აქვთ სამსაკნიანი გული და სისხლის მიმოქცევის ორი წრე.მრავლდებიან კვერცხებით, რომლებიც მდიდარია ყვითრით და დაფარულია ნაჭუჭით. ზოგიერთი კი ცოცხალმშობიარეა.