იგი შხამიანი გველების ქვეოჯახის გველგესლასებრთა ოჯახის მიეკუთვნება.
აქვთ მოკლე, მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი
დიდი კბილი, რომელთა მილები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. უმრავლესობის თვალის გუგა
ვერტიკალურია. სუნთქვის ორგანოა ე. წ. ტრაქეული ფილტვი. ცნობილია გველგესლასებრთა
10 გვარი, რომელშიც გაერთიანებულია 60-მდე სახეობა.
გავრცელებული არიან ევროპაში,
აზიასა და აფრიკაში. ცხოვრობენ მიწაზე, ხეებსა და სოროებში. აქტიურობენ მეტწილად საღამო
ხანს და ღამით. გაღიზიანებულები სპირალურად ეხვევიან, იბერებიან, ძლიერ სისინებენ და
ელვის სისწრაფით ესხმიან თავს მსხვერპლს.
გველგესლასებრნი ძირითადად იკვებებიან
მცირე ზომის მღრღნელებით, პატარა ფრინველებით და ხვლიკებით, ზოგნი - მწერებით. უმრავლესობა
კვერცხცოცხლადმშობია. საკუთრივ გველგესლას გვარში 11-13 სახეობაა, რომელთაგან საქართველოში
გვხვდება ოთხი სახეობა: ველის გველგესლა, კავკასიური გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა და გიურზა, რომელიც თავის მონათესავეთა შორის ყველაზე
დიდია.
კავკასიური გველგესლა (Caucasus
viper) - შხამიანი გველების სახეობა გველგესლასებრთა ოჯახიდან.
ბინადრობს მხოლოდ კავკასიაში. გავრცელებულია ძალზე ფრაგმენტულად. საქართველოში ცნობილია
ათზე ნაკლები პოვნის წერტილი. ახასიათებს მალული ცხოვრების ნირი. წყვილდება მაისსა
და ივნისში. ცოცხალმშობიარეა. შემოდგომაზე დებს 5-10 ახალშობილს. იკვებება მღრღნელებით,
ახალგაზრდა გველები - მწერებით.
დეა ხეირაბადი