კობრა Naja


გავრცელებულია სამხრეთ აზიასა და აფრიკაში. ამჟამად მოიცავს 20 სახეობას და გაერთიანებულია გველების გვარის ასპიტისებრთა ოჯახში. აქვთ სხეულის წინა მესამედის ვერტიკალურად აქევისა და კისრის გაფართოების უნარი. თავი ამ დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობას ინარჩუნებს. ზედა ყბის წინა ნაწილში უმოძრაო ღარიანი შხამიანი კბილები აქვთ.
კობრას გვარიდან აღსანიშნავია სათვალიანი გველი ანუ ინდური კობრა (Naja naja ან Naja tripudians), რომლის 10-მდე ქვესახეობა გავრცელებულია სამხრეთ აზიაში, მაგრამ ამათგან ყველაზე ცნობილია ინდური კობრა, რომელსაც ზურგის მხარეზე გადაბრუნებული სათვალის მსგავსი გამოსახულება აქვს (აქედანაა სახელწოდება). მისი სიგრძე 160-180 სმ აღწევს. სამხრეთ თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში გვხვდება „უსათვალო“ ქვესახეობა შუააზიური კობრა (Naja oxiana), ბინადრობს ბუჩქნარში, ქვაყრილებში, მღრღნელების სოროებში, მიტოვებულ შენობებში და ა. შ. იკვებება წვრილი ხერხემლიანებით. მრავლდება კვერცხებით. აქვს მეტად ძლიერი ნეიროტოქსიკური შხამი. ცნობილია ადამიანთა დაღუპვის შემთხვევები. 
სამეფო კობრა (Naja hannah ან Naja bungarus), რომელსაც დღეისათვის ცალკე გვარად (Ophiophagus) გამოყოფენ, ტანად ყველაზე დიდი შხამიანი გველია, მისი სიგრძე 5,5 მ აღქევს. ბინადრობს სამხრეთ აზიის ჯუნგლებში. იკვებება ძირითადად სხვა გველებით. მისი შხამი ზოგჯერ ნახევარ საათში კლავს ადამიანს. ცნობილია სპილოების დაღუპვის შემთხვევებიც.

ანაკონდამსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში: აღმოსავლეთით კორდილიერებიდან კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული ანაკონდისა 5-6 მეტრია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ეგზემპლარებიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრსა და 43 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა ვერ მოხერხდა.

გიგა ლომიძე