ისინი მიეკუთვნება შხამიანი
გველების ქვეოჯახს, გველგესლასებრთა ოჯახს.
აქვთ თერმოლოკაციური აპარატი - ფოსო
ნესტოსა დათვალს შორის რომლის ბსკერზე ნერვული დაბოლოებები შეიგრძნობენ ტემპერატურის
უმნიშვნელო ცვლილებას (0,1) გრადუსი გველი სიბნელეშიც გრძნობს მსხვერპლის მოახლოვებას.
გავრცელებულნი არიან აზიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ
ამერიკაში, უმთავრესად ტროპიკულ ტყეებში, ზოგი ნახევრად უდაბნოში, უდაბნოსა
და მთებში. დღისისთ იმალებიან სოროებში და
ქვების ქვეშ. იკვებებიან ძირითადად ძუძუმწოვრებით, უმრავლესობა - კვერცხცოცხლადმშობია (ნაშიერები კვერცხის დადებისთანავე იჩეკებიან).
ჩხრიალა გველთა
ორ ჩრდილოამერიკულ გვარს (sistrurus,
crotalus) კუდის ბოლოზე აქვთ ტკაცუნა სახეშეცვლილი ქერცლები, რომელთა ერთმანეთთან ხახუნი სწრაფი ვიბრაციისას
მეტად თავისებურ ხმას გამოსცემს (ისმის 30 მ-ზეც). ჩხრიალა გველისებრთა ოჯახი აერთიანებს 18 გვარასა
და 120 სახეობას. მათი ნაკბენი ადამიანისთვის
მეტად საშიშია.
ჩხრიალა გველები ითვლება გველების განვითარების მწვერვალად:
შხამიანი აპარატის განვითარება უფრო მაღალ საფეხურზეა, მგრძნობელობის ორგანოებიც გაცილებით
უკეთ აქვთ განვითარებული, ახასიათებთ გამორჩეული სისწრაფე რეაქციისა. ნესტოსა და თვალს შორის არსებული ფოსო (თერმოლოკაციური
აპარატი) და საჩხრიალე აპარატი მიუთითებს მათი განვითარების უმაღლეს დონეზე.
ნანა რუხაძე