იგი აფრიკის ყველაზე დიდი გველი და ასევე მსოფლიოში
ერთ-ერთი უდიდესი გველი. ჩვეულებრივ ეს გველები 4,8 მ. არიან სიგრძეში, თუმცა გვხვდება
6 მ.-მდე ეგზემპლარებიც. წონა 44-55 კგ., მაქს.- 91კგ. სხეული ძლიერი და სქელია, რომელსაც
ამშვენებს ფერადი ლაქები, რომლებიც ხშირად ერთდებიან და ქმნიან არარეგულარულ ზოლს. თავი სამკუთხედი ფორმისაა და მის ზემოთ გააჩნია
მუქი ყავისფერი ნიშანი, რომელიც ისარს მოგვაგონებს. გააჩნია ბევრი წვრილი ბასრი კბილები, რომლებიც შეწეულია
შიგნით. პირის გარშემო აღინიშნება სითბოს დამაფიქსირებელი სენსორული ხვრელები რომლებიც
ეხმარებიან ნადირობაშიც. აფრკული კლდის პითონის 2 ქვესახება არსებობს: ერთი გვხვდება
ცენტრალურ დასავლეთ აფრიკაში. სამხრეთ აფრიკის ქვესახეობა შედარებით პატარა ზომისაა.
აფრიკული კლდის პითონი უშხამოა და მსხვერპლს მოხრჩობით კლავს. მსხვერპლს ჩაჭიდების
შემდეგ შემოეხვევა და მის ყოველ ამოსუნთქვაზე კიდევ უფრო უჭერს ძლიერ კუნთოვან სხეულს.
აფრიკული კლდის პითონი ნადირობს დიდი ზომის ძუძუმწოვრებზე, როგორიცაა: მაიმუნი, ანტილოპები, გარეული ტახები,
თხები; ასევე ნადირობს: ღამურებზე, ნიანგებზე, ძაღლებზე, ვირთხებზე. არის შემთხვევებიც
დაფიქსირებული, როდესაც შეუჭამია ლეოპარდის შვილებიც. აფრიკულ კლდის პითონს შეუძლია
გაძლოს დიდი ხანი საკვების გარეშე.
შეწყვილება ხდება გაზაფხულზე. ეს გველები არიან კვერცხმდებლები
და დებენ 20-100 კვერცხს რომელიმე ცხოველის სოროში ან გამოქვაბულში. დედა იჩენს გასაოცარ
დედობრივ მზრუნველობას მის კვერცხებზე. შემოიგრაგნება მათ გარშემო, იცავს სხვა მტაცებლებისგან
და ეხმარება მათ ინკუბაციისთვის, სანამ არ გამოიჩეკებიან. ბოლო ხანს გამოკვლევებმა
დაადასტურა, რომ დედა 2 კვირის განმავლობაში ისევ რჩება მის ახალ გამოჩეკილ შვილებთან
და იცავს მას მტაცებლისგან.
გიგი ყველაიძე